სექტემბერი 01 2020 წაკითხვა 818 ჯერ

საქართველოს პრეზიდენტმა წერილობით მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციების, გაეროსა და ევროკავშირის ხელმძღვანელებს, ასევე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს, რათა გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით კი, ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარების ესკალაცია, მოხდეს მოსახლეობის საფრთხეებისგან დაცვა და მომავალში აღარ დაირღვეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები.

აგვისტო 31 2020 წაკითხვა 1085 ჯერ

ოკუპანტს არ სძინავს და ჰიბრიდული ელემენტების გამოყენებით, არჩევნებში ჩარევით, რუსეთი ცნობილია მსოფლიოში, იქ, სადაც სურთ, რომ თავიანთი ინტერესები გაატარონ. არც ჩვენ გვძინავს, ჩვენი სამსახურები მუშაობენ,- ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

აგვისტო 31 2020 წაკითხვა 1062 ჯერ

სომხურმა საინფორმაციო-ანალიტიკურმა გამოცემა „ინფოპორტ“-მა («Infoport») გაავრცელა სტატია სათაურით „ევრაზიულ ეკონომიკური კავშირის ქვეყნებმა, საქართველოს გავლით, რუსეთ-სომხეთის რკინიგზის ამოქმედების საკითხი უნდა გადაწყვიტონ“, რომელიც მომზადებულია ერევანში არსებული ეკონომიკური კვლევების ცენტრის დირექტორის აშოტ თავადიანის მოხსენების საფუძველზე.

აგვისტო 29 2020 წაკითხვა 881 ჯერ

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. მთავრობა დაითხოვა.

აგვისტო 27 2020 წაკითხვა 943 ჯერ

ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესია ქართველი დეპუტატების მიერ ჩატანილ ხატს საჩუქრად არ იღებს და უკან დააბრუნებს, - ამის შესახებ ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

აგვისტო 27 2020 წაკითხვა 934 ჯერ

რუსული ყოველკვირეული გაზეთის „არგუმენტი ი ფაკტის“ (Аргументы и факты») დღევანდელ, 27 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ჩვენ ქართველები არ ვართ, მაგრამ რუსები გვიყვარს“ // რატომ ჩუქნის რუსეთი ფულს თავის მოწინააღმდეგეებს?“,რომელშიც განხილულია ჩრდილოეთ კავკასიის ტურიზმის სფეროში შექმნილი სიტუაცია (ავტორი - გიორგი ზოტოვი).

გვერდი 21 სულ 31
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.