ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესია ირმა ინაშვილის ნაჩუქარი ხატის მიღებაზე უარს აცხადებს
ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესია ქართველი დეპუტატების მიერ ჩატანილ ხატს საჩუქრად არ იღებს და უკან დააბრუნებს, - ამის შესახებ ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ მიიღებს ხატს, რომელიც ქართველმა დეპუტატებმა აფხაზეთის მრჩევლის მონაწილეობით ჩამოიტანეს და ილორის ტაძარს აჩუქეს, ეკლესია ხატს უკან დააბრუნებს. ეს მისია ისე შედგა, რომ აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის არაფერი უცნობებიათ. მსგავსი აქციები დაუშვებელია, ვიდრე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და აფხაზეთის სახელმწიფოს არ აღიარებს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
