"სომხეთში პერიოდულად ისმის მოწოდებები საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთიზე მოძრაობის განახლებაზე"
სომხურმა საინფორმაციო-ანალიტიკურმა გამოცემა „ინფოპორტ“-მა («Infoport») გაავრცელა სტატია სათაურით „ევრაზიულ ეკონომიკური კავშირის ქვეყნებმა, საქართველოს გავლით, რუსეთ-სომხეთის რკინიგზის ამოქმედების საკითხი უნდა გადაწყვიტონ“, რომელიც მომზადებულია ერევანში არსებული ეკონომიკური კვლევების ცენტრის დირექტორის აშოტ თავადიანის მოხსენების საფუძველზე.
სომეხმა მეცნიერმა 29 აგვისტოს გამართულ პრეს-კონფერენციაზე თავისი მოხსენება „სომხეთის ეკონომიკა 2020 წლის პირველ ნახევარში, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრობის კონტექსტში“ წარადგინა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის აუცილებელია ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრებმა კოლექტიური ძალისხმევა განახორციელონ რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი რკინიგზის ასამუშავებლად, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს კუთვნილებაშია. საკითხი განსაკუთრებით ეხება საქართველოს რკინიგზის აფხაზურ მონაკვეთს, რომელიც თითქმის 30 წელია არ მოქმედებს.
„იმის გათვალისწინებით, რომ ყაზახეთს და ბელარუსს (ევრაზიული კავშირის წევრებს - ს.კ.) კარგი ურთიერთობა აქვთ როგორც საქართველოსთან, ისე რუსეთთან, მიზანშეწონილია ამ ქვეყნების ჩართვა აღნიშნულ პროცესში. რადგანაც ეს რკინიგზა რუსეთს ირანთანაც აკავშირებს, მასზე მოძრაობის აღდგენა, საქართველოსა და სომხეთის გავლით, მნიშვნელოვნად გაზრდის საქონელთბრუნვას ირანთანაც. შესაბამისად, როცა ევრაზიული ეკონომიკური კავშირი საქართველოსთან საგარეო ვაჭრობის სტრატეგიის შემუშავებას დაიწყებს, ეს პერპექტივა მხედველობაში აუცილებლად უნდა იყოს“, - ხაზი გაუსვა აშოტ თავადიანმა.
„ინფოპორტი“ კომენტარს უკეთებს ამ ინფორმაციას და წერს:
„სომხეთში პერიოდულად გაისმის მოწოდებები საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთიზე მოძრაობის განახლების შესახებ, რუსეთთან პირდაპირი კავშირის აღდგენის მიზნით. ამასთან, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს ხოლმე, რომ აფხაზეთის მონაკვეთზე მოძრაობის აღდგენა დამოკიდებულია უშუალოს საქართველოს, რუსეთისა და აფხაზეთის პოზიციაზე და ამ შემთხვევაში სომხეთს მხარეთა გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია“.
წყარო:
https://infoport.am/ru/news/economy/kraine-neobkhodimo-aktivizirovat-raboty-gosudarstv-chlenov-eaes-po-resheniyu-problemy-zheleznoi-dorogi-cherez-gruziyu-v-armeniyu-ekspert
მოამზადა სიმონ კილაძემ
სიახლეები
- "გაისად, 1700 წელი სრულდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან - განსაკუთრებით ვემზადებით აღსანიშნად" - მეუფე შიო
- მაკიაჟი ზაფხულისთვის: როგორ გამოიყურებოდეთ შეუდარებლად სანაპიროზე?
- "რეჟიმი თქვენ წინაშე გაშიშვლდა" - სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს და ნინო დათაშვილს
- "ლელო" თაღლითების პარტიაა, „თაღლითების პარტიის" წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა" - შალვა პაპუაშვილი
- "ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა იმის გამო, რომ მისმა ადვოკატმა წარადგინა დოკუმენტები მის ფსიქოლოგიურ არამდგრადობასთან დაკავშირებით" - პროკურატურა