“სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა ასეთი პოზიცია, რომ ის იყო მესამე ძალა. რა თქმა უნდა, ის ხელისუფლების მიერაა მხარდაჭერილი, მაგრამ ფორმალურად და ოფიციალურად ის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო და ვფიქრობ, რომ მან ამ კუთხით მხარეებს შორის მოლაპარაკებაში შუამავლობა შესთავაზა. შესაძლოა მისი შუამავლობაც იმით იყოს გამოხატული, რომ მხარეები შეთანხმდნენ თუ წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვა რა თამაშის წესების ფორმატში მოხდება. ფაქტია, რომ მხარეებმა რაღაც შეთანხმებას უნდა მიაღწიონ. რაც შეეხება სართაშორისო მეგობრებს, მოუწოდებენ და ცდილობენ, რომ არჩევნებში არ მივიღოთ ის რეციდივები, რაც ჩვენ 90 იან წლებში გვქონდა. ფაქტიურად ახლა საზოგადოებაში დიდი პოლარიზაციაა, არჩევნები როგორ ჩატარდება ის პრინციპიც არაა შემუშავებული და როდესაც ეს მდგომარეობაა, ამ დროს მათი ჩართულობა საჭიროა”, - აცხადებს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ასეთ დანაშაულზე დანდობა არ შეიძლება, ამაზე ამერიკაში უვადო სასჯელია” - მაისაია უგულავას საქმეზე.
თებერვალი 13 2020
წაკითხვა 873 ჯერ