პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ და „სირცხვილის კორიდორი“ აქვთ მოწყობილი
„მონა, მონა"- ამ შეძახილებით საქართველოს პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ. მათ საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელთან „სირცხვილის კორიდორი“ აქვთ მოწყობილი.
სწორედ ამ შეძახილებისა და ე.წ. სირცხვილის კორიდორის ფონზე შედიან პარლამენტის შენობაში ახალი მოწვევის დეპუტატები. ცოტა ხნის წინ კი, სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის მცირე დაპირისპირება იყო.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი დარჩებიან პარლამენტის შენობასთან მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. მათი თქმით, ამგვარ პროტესტს გააგრძელებენ იქამდე, ვიდრე არ დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.
აქციაზე აქტივისტებმა ყვავილები მიიტანეს და პარლამენტის შესასვლელთან დაყარეს. მათი თქმით, ეს არის იმის სიმბოლო, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატებს "უკანასკნელ გზაზე აცილებენ".
პარლამენტის შენობის შესასვლელებთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
სიახლეები
- სამარხვო ოჯახური სოკოთი - ვიდეო
- პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღო, დაკავებულია ხუთი პირი
- "უნგრეთის გვერდის ავლით და ევროპული კანონმდებლობის დარღვევით ბრიუსელი დგამს ნაბიჯებს გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევისკენ, ეს ომის გამოცხადებაა"
- საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
- "უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს" - სალომე ზურაბიშვილი აქციაზე
