"უახლოეს დღეებში ოპოზიციის დიდი ნაწილი საპარლამენტო მუშაობას შემოუერთდება"
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახძის განცხადებით, დარწმუნებულია, უახლოეს დღეებში ოპოზიციის დიდი ნაწილი საპარლამენტო მუშაობას შეუერთდება.
კობახიძის თქმით, ჯანსაღ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს უნდა მიეცეთ შანსი, მაქსიმალურად ჩაერთონ საპარლამენტო მუშაობაში და პოლიტიკურ ცხოვრებაში.
„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, დღეს შედგება მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა და დაიწყება ახალი 4- წლიანი პოლიტიკური ციკლი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ უახლოეს დღეებში ოპოზიციის დიდი ნაწილი შემოუერთდება საპარლამენტო მუშაობას. მნიშვნელოვანი არის ის, რომ საბოლოო ჯამში გაივლოს ზღვარი ჯანსაღ და არაჯანსაღ ოპოზიციურ პარტიებს შორის. არაჯანსაღი პოლიტიკური პარტიების ადგილი საქართველოს პარლამენტში და ქართულ პოლიტიკაში არ არის, ჯანსაღ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს უნდა მიეცეთ შანსი, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ საპარლამენტო მუშაობაში და პოლიტიკურ ცხოვრებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.ა
სიახლეები
- სამარხვო ოჯახური სოკოთი - ვიდეო
- პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღო, დაკავებულია ხუთი პირი
- "უნგრეთის გვერდის ავლით და ევროპული კანონმდებლობის დარღვევით ბრიუსელი დგამს ნაბიჯებს გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევისკენ, ეს ომის გამოცხადებაა"
- საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
- "უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს" - სალომე ზურაბიშვილი აქციაზე
