„საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტის მიხედვით, ფართოვდება იმ პირთა წრე, რომელთაც წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა და მასში მონაწილეობა არ შეეძლებათ.
პოლონეთის ინგლისურენოვან ჟურნალ „ნიუ ისთერნ იუროუფ“-მა («New Eastern Europe») 29 ივნისს გამოაქვეყნა სტატია სათაურით„საქართველო: ევროპასთან დაახლოება თუ უბრალოდ, ავტორიტარიზმთან დაშორება?“, რომელშიც საუბარია საქართველოს საკონსტიტუციო შესწორებაზე, გამოხატული ქვეყნის საარჩევნო სისტემის ცვლილებაში (ავტორი - კრასენ სტანჩევი, სოფიის უნივერსიტეტის პროფესორი).
მე მჯერა, რომ ჩავატარებთ მშვიდობიან, გამჭვირვალე, სამართლიან არჩევნებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
ფასილიტატორი ელჩები საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას ეხმაურებიან.
“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილების მესამე მოსმენით მიღებას ეხმაურება და აცხადებს, რომ “ქართულ ოცნებას” რისი წინააღმდგიც იყო, იმისთვის ხმის მიცემა მოუწია, რაც საზოგადოების ძალაზე მეტყველებს.
1 წელი დაგვჭირდა იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ ოდნავ მაინც მოგვყევანა გონს და გამოგვეგლიჯა ხელიდან დაპირებული და მერე ჩაგდებული პროპორციული სისტემა, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით განაცხადა.
