საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას ვიდეომიმართვით ეხმაურება.
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის პოსტზე ბიძინა ივანიშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის - ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა და დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
2012 წლის მარტის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის ქონება 6,4 მლრდ დოლარს შეადგენდა, პოლიტიკაში ოფიციალურად მოსვლის შემდეგ კი, 2013 წლის მარტისთვის, როგორც Forbes.com-ზეა აღნიშნული, მილიარდერი პოლიტიკოსის ქონება 5,2 მლრდ დოლარამდე შემცირდა.
ვილნიუსის პოლონურენოვანი გაზეთი "კურიერ ვილენსკი" («Кurier Wilenski») სტატიაში სათაურით „საქართველო" - "Sakartwelo": ლიეტუვის სახელმწიფო ენის კომისიის გადაწყვეტილება“ იუწყება, რომ ახალი 2021 წლიდან, ლიეტუვის სახელმწიფო ენის კომისიის გადაწყვეტილებით, გეოგრაფიულ-პოლიტიკური სახელწოდება „Gruzja” საბოლოოდ იცვლება სახელწოდებით "Sakartwelo".
პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი 83 ხმით მესამე მოსმენით დაამტკიცა.
ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი მაგალითი, როგორ შეიძლება დათმო ხელისუფლება მაშინ, როდესაც შენი ქვეყნის ისტორიაში პირველად ძალას, რომელსაც შენ ხელმძღვანელობ და რომლის ლიდერიც ხარ, შენი მოქალაქეები და მოსახლეობა მესამედ უჭერს მხარს და აძლევს ლეგიტიმაციას და მანდატს მართოს ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.
