საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, მინისტერიალმა ერთხმად დაამტკიცა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც მნიშვნელოვანწილად აძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას, მდგრადობას და აახლოებს ქვეყანას ნატო-ს წევრობასთან.
“რამდენად შესაძლებელია გარკვეულ საკითხებზე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება შედგეს და ვინ იქნებიან ის პარტიები, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე დასთანხმდებიან? ეს მოლოდინი მას შედეგ გაჩნდა, რაც პარტიების ლიდერების ნაწილმა ღიად დაიწყო იმაზე საუბარი, რომ თუკი, მაგალითად, ხელისუფლების მხრიდან სასამართლო სისტემის რეფორმაზე თანხმობა იქნება, ისინი კომპრომისზე წასასვლელად მზად არიან. თუმცა არ აქვთ იმედი, რომ ხელისუფლება ამას დასთანხმდება.
ძალიან გაჭიანურდა მესამე რაუნდი, სავარაუდოდ ეს უკავშირდება იმას, რომ ხელისუფლებას არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, რა წინადადებით მოვა მოლაპარაკების მაგიდასთან, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს აფასებს.
მე-10 მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომას სავარაუდოდ, 11 დეკემბერს გამართავს. არსებული ინფორმაციით, სახელისუფლო პარტიაში პარლამენტის პირველი სხდომის გამართვის სავარაუდო თარიღად სწორედ 11 დეკემბერი იხილება, თუმცა თარიღზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის და “ქართულ ოცნებაში“ ოპოზიციასთან მოლაპარაკებების დასრულებას ელიან.
2021 წელს მთავრობა 18 მილიარდ ლარს დახარჯავს. მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიით, წინა ვერსიასთან შედარებით სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების მოცულობა 1 313.1 მლნ ლარითაა გაზრდილი.
