,,როგორ ფიქრობთ, 2012-ში ივანიშვილი რომ დამეპატიმრებინა, როგორც ფაშინიანმა დააპატიმრა კარაპეტიანი და სანდუმ პლოხოტნიუკი, ყველა ანგარიში რომ დამებლოკა, მათი მედია ამეკრძალა, ქოცები მაინც გაიმარჯვებდნენ?"- მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გია ნოდიას სტატუსს ეხმიანება, რომელიც საუბრობს რუსეთის გავლენებზე სომხეთში, მოლდოვასა და უნგრეთში და ეჭვი არ ეპარება, რომ 2012-ში რუსეთს გაუხარდა ივანიშვილის მოგება, მაგრამ მისივე თქმით, „არც გადამწყვეტი და არც დიდად მნიშვნელოვანი ფაქტორი რუსეთი ამ არჩევნებში არ ყოფილა და ახლაც რუსეთი არაა მთავარი მიზეზი, რის გამოც ივანიშვილი კვლავ საქართველოს სულთანია“.
სააკაშვილი ამბობს, რომ გია ნოდიას მის ჯინაზე კოგნიტიური დისონანსი სჭირს.
„ამ ჭკვიან კაცს, ჩემს ჯინაზე კოგნიტიური დისონანსი სჭირს. როგორ ფიქრობთ, 2012-ში ივანიშვილი რომ დამეპატიმრებინა, როგორც პაშინიანმა დააპატიმრა კარაპეტიანი და სანდუმ პლოხოტნიუკი, ყველა ანგარიში რომ დამებლოკა, მათი მედია ამეკრძალა, ქოცები მაინც გაიმარჯვებდნენ?
ოღონდ მაშინდელ საერთაშორისო ვითარებაში, მე დიქტატორად ვიქნებოდი გამოცხადებული.“- წერს სააკაშვილი.
სიახლეები
- „ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
- იმერეთში კაცმა ცოლი, დედა და ცოლის მეგობარი ქალი ცივი იარაღით დაჭრა
- ,,დღეს ოპოზიციაში ყოფნა ყველა რისკს ნიშნავს, რაც კი ადამიანს შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ არ გადავუხვევთ ხაზს"- ბადრი ჯაფარიძე
- გიორგი ბარამიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ „ოპოზიციის ალიანსის“ დატოვებას არ აპირებს
- ,, დღეს ჩვენ ვისჯებით ბრიუსელისგან იმიტომ, რომ მათ პოლიტიკას არ გავყევით"- ირაკლი ზარქუა
