ლიეტუვამ საქართველოს დასახელება ოფიციალურად შეცვალა
ვილნიუსის პოლონურენოვანი გაზეთი "კურიერ ვილენსკი" («Кurier Wilenski») სტატიაში სათაურით „საქართველო" - "Sakartwelo": ლიეტუვის სახელმწიფო ენის კომისიის გადაწყვეტილება“ იუწყება, რომ ახალი 2021 წლიდან, ლიეტუვის სახელმწიფო ენის კომისიის გადაწყვეტილებით, გეოგრაფიულ-პოლიტიკური სახელწოდება „Gruzja” საბოლოოდ იცვლება სახელწოდებით "Sakartwelo".
გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:
"ორი წლის წინ ჩვენ მივიღეთ დადგენილება, რომ „Gruzja”-ს პარალელურად, არაოფიციალურად, "Sakartwelo"-საც გამოვიყენებდით. საჭირო იყო გარკვეული პერიოდი, რათა დაგვენახა, თუ როგორ მიიღებდა ამ სახელწოდებას ჩვენი საზოგადოება. მე ვფიქრობდი, რომ ამას 20-მდე წელი მაინც დასჭირდებოდა, მაგრამ სულ რაღაც ორ წელიწადში ლიეტუვას საზოგადოებამ სახელი "Sakartwelo" კარგად შეითვისა. ეს ძალიან მოულოდნელი იყო", - გაკვირვებას ვერ მალავს კომისიის თავმჯდომარე აუდრის ანტანაიტისი და დასძენს: "შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პროცესი დაგვესრულებინა - ამიერიდან ლიეტუვურ ენაზე საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალურ სახელწოდებას "Sakartwelo" წარმოადგენს".
კომისიის აზრით, დადგენილება გააიოლებს ოფიციალური ორგანოების საქმიანობას, რომლებიც ადრე ორნაირი ტერმინით («Gruzja» - «Sakartwelo») სარგებლობდნენ. შესაბამისად, «Sakartwelo»-ს დაკანონება ფართო კომუნიაქტიურობისაკენ დადგმულ ნაბიჯსაც წარმოადგენს.
„რაც შეეხება ტერმინ «Gruzja»-ს, ლიეტუვის საზოგადოებრივ სივრცეში ვისაც სურს, ის ძველებურად ისარგებლებს“, - ხაზს უსვამს აუდრის ანტანაიტისი.
https://kurierwilenski.lt/2021/01/09/litwa-oficjalnie-zmienila-nazwe-gruzji-na-sakartwelo
მოამზადა სიმონ კილაძემ
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
