ამ დღეებში - 13-14 თებერვალს რუსულ და უკრაინულ პოპულარულ გამოცემებში - „სვობოდნაია პრესა“-ში («Свободная пресса») და „სტრანა“-ში («Страна») პუბლიკაციები გამოქვეყნდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შესახებ, რომლებშიც მიხეილ სააკაშვილის მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებებია კომენტირებული.
"რუსეთსა და სომხეთს შორის აფხაზეთის გავლით სარკინიგზო კავშირის შესაძლო გახსნის თემა 10 წლის წინ განიხილებოდა, მაგრამ შეთანხმებას „ქართული მხარის“ პოზიციის გამო ვერ მიაღწიეს", - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ განაცხადა.
მართლმსაჯულების ინსტიტუტების მიმართ ცინიკური დამოკიდებულება ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს დისკრედიტაციას, რაც აბსოლუტურად მიუღებელია, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
ოპოზიციური პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
დავით ბაქრაძის მსგავსად, პარტიის მომდევნო ყრილობაზე, გენერალური მდივნის პოზიციაზე საკუთარ კანდიდატურას, ,,ევროპული საქართველოს" მოქმედი გენერალური მდივანი გიგი უგულავაც არ წარადგენს.
მივიღე გადაწყვეტილება, რომ პარტიის მომდევნო ყრილობაზე არ დავაყენო კანდიდატურა პარტიის თავმჯდომარის პოსტზე, - ამის შესახებ ,,ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
