„ცხოვრებაში კანონდარღვევა არ ჩამიდენია და არ გადამიდგამს კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯი. ვერ წარმოადგენთ მსგავს ფაქტს, რადგან ასეთი რამ არ არსებობს“, – ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა მედიასთან ე.წ. ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის საკითხის შესახებ ისაუბრა.
კიდევ ერთხელ, ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ „ქართულ ოცნებას“ საერთაშორისო ასპარეზზე არ ჰყავს ხელის ჩამომრთმევი - ეს წერილი ნამდვილად სასაცილო იქნებოდა, ტრაგედია რომ არ იყოს და არ ეხებოდეს ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს, - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძემიხეილ ყაველაშვილის ღია წერილს, რითაც ის აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მიმართავს.
“იმდენად კომიკური გახდა “ნაცმოძრაობის” ფილიალებში დაპირისპირება, რომ სერიოზულ კომენტარსაც კი ვეღარ გააკეთებ”, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის – “ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ღია წერილით მიმართავს, რომლის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ.
ევროკავშირი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გააუქმოს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღების გადაწყვეტილება. ამის შესახებ განცხადებას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი, ანიტა ჰიპერი ავრცელებს.
„თავიდანვე გაუგებარი იყო, სხვა რა მიზანი უნდა ჰქონდა ამ “რვიანს”, რომლის შექმნის მთავარი არსი: რამენაირად ლაკას ერთდღიანი შიმშილობის “გაპრავება” იყო. იქ, სადაც სპიკერი ჩერგოლეიშვილი გახდა, დასასრულიც ადვილად პროგნოზირებადი იყო“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.
