სალომე ზურაბიშვილის შესაწყალებელი არაფერი მჭირს, ვინაიდან, დანაშაული არ ჩამიდენია - შეუძლებელია საზოგადოება გააერთიანოს მან, ვინც თავად ვერ დადგა პირადი წყენისა და შურისძიების წყურვილზე მაღლა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მის Facebook-ზე ვრცელდება.
“უკრაინა ასე იბრძვის სწორედ იმიტომ, რომ ერთიანია მთავრობა, ჯარი და ხალხი და თან სამივე თავგანწირვით ომობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ხელისუფლება სცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს ის, რასაც ჩვენი ისტორია და ღირსება გვკარნახობს. ამას გამართლება არ აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, წლიური ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა.
ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე არ მესმის და ვერ შევეგუები იმას, რომ დღეს, ამ გზაგასაყარზე კინკლაობის, ქიშპობის, მტრობის, დამღუპველი დაპირისპირებისა და პოლარიზაციის დასრულების მაგივრად, თქვენ აქ შეკრებილნი ივიწყებთ იმას, რაც ასახულია ჩვენს გერბზე: „ძალა ერთობაშია“! – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში მოხსენებისას განაცხადა.
ევროკავშირის წევრობაზე ჩვენ მიერ გაკეთებული განაცხადი და მასზე უფრო სწრაფი რეაქცია, ვიდრე ეს შესაბამისი პროცედურებითაა გათვალისწინებული, იქნება ამ ქვეყნისთვის მეტი გარანტია, მეტი სწრაფი გარანტია ევროპულ, ბუნებრივ ოჯახში დაბრუნების თვალსაზრისით, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
