"ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი დიდი გამარჯვებაა"
ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება გახლავთ კიდევ ერთი დიდი გამარჯვება ჩვენი ქვეყნის, მე ამას განსაკუთრებით მივულოცავ და შრომას დავუფასებ იუსტიციის სამინისტროს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ერთწლიან პერიოდში საქართველოს აქვს ორი სამართლებრივი აქტი, ერთი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ამბობს, რომ არის ოკუპაცია, მეორე ჰააგის ორდერი.
„ეს გახლავთ საქართველოს კიდევ ერთი გამარჯვება. ჩვენ გადაწყვეტილებების მთელ ტალღას ვხედავთ. შარშან იანვარში ვნახეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დაადასტურა, რომ არის ოკუპაცია. მაშინაც ვსაუბრობდით, როდესაც სასამართლო აქტში დაფიქსირდა ოკუპაციის ფაქტი. ეს თავისთავად გავლენას მოახდენდა სხვა პროცესებზეც და ვნახეთ, რომ ამ გადაწყვეტილებაში იგივე ტერმინოლოგიაა გამოყენებული ოკუპაციასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ამ ორდერით დაემატა შემდეგი რამ, რომ დასტურდება, 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ იქნა ომის დანაშაული. ჩვენ ფაქტობრივად ამ ერთწლიან პერიოდში გვაქვს ორი სამართლებრივი აქტი, ერთი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ამბობს, რომ არის ოკუპაცია, სამართლებრივად ადასტურებს. მეორე ეს ორდერი, რომელიც ამბობს, რომ მოხდა ომის დანაშაულებები საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს თავისთავად გახლავთ, კიდევ ერთხელ დიდი გამარჯვება ჩვენი ქვეყნის და მე ამას განსაკუთრებით მივულოცავ და შრომას დავუფასებ იუსტიციის სამინისტროს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- სამარხვო ოჯახური სოკოთი - ვიდეო
- პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღო, დაკავებულია ხუთი პირი
- "უნგრეთის გვერდის ავლით და ევროპული კანონმდებლობის დარღვევით ბრიუსელი დგამს ნაბიჯებს გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევისკენ, ეს ომის გამოცხადებაა"
- საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
- "უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს" - სალომე ზურაბიშვილი აქციაზე
