„რუსული სამხედრო შეჭრის საპასუხოდ უკრაინელი ხალხის გმირული წინააღმდეგობის 25-ე დღე გრძელდება. თავდაცვის ძალების მოქმედებების მდგომარეობაში, პოზიციასა და ხასიათში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ყოფილა. უკრაინის დამცველები ოკუპანტების წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას აგრძელებენ“, –ამის შესახებ უკრაინის გენშტაბის ინფორმაციაშია ნათქვამი.
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი სამხედრო დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი ბახვა ჩიქობავა მარიუპოლში დაიღუპა.
საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, 24 თებერვლამდე და მას შემდეგ, რაც უკრაინა-რუსეთის ომი დაიწყო, საქართველოში უკრაინის დაახლოებით 14 ათასი მოქალაქე იმყოფება. ამის შესახებ ანდრეი კასიანოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საქართველოსთვის ჩვენი გზავნილია, რომ გავაძლიეროთ მხარდაჭერა, საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს ვუჭერთ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თავდაცვის მინისტრების საგანგებო შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, იძულებული არიან, პრეზიდენტს კარგად განუმარტონ კონსტიტუციის კონკრეტული დათქმები.
„ქართული ოცნების“ განცხადება არის ანტიდასავლური, ანტიუკრაინული და პირდაპირ რუსეთის მიმართ ბოდიშის მოხდაა, – ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცორიძემ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელი განცხადება.
