"შეშფოთებული ვარ დაძაბულობისა და ძალადობის გამო, რომელიც საქართველოში ადგილობრივ არჩევნებს მოჰყვა" - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში
სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ლუის გრაჩამ (პორტუგალია) შეშფოთება გამოხატა საქართველოში 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისას და მის შემდეგ განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენებისა და მთავრობის დამხობის გაცხადებული მცდელობების ფონზე მომხდარი შემდგომი არეულობის გამო, - ამის შესახებ განცხადებას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრესსამსახური ავრცელებს.
„ღრმად შეშფოთებული ვარ მზარდი დაძაბულობისა და ძალადობის გამო, რომელიც საქართველოში გამართულ ადგილობრივ არჩევნებს მოჰყვა“, - განაცხადა გრაჩამ.
ასევე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი, „მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებას სრულად პატივი სცეს და უზრუნველყოს, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ თავისუფლად და შიშის გარეშე მოქმედება შეძლოს“.
„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ დემოკრატიული მმართველობა კანონს, ანგარიშვალდებულებას და მშვიდობიან პოლიტიკურ დიალოგს უნდა ეფუძნებოდეს. ამ მნიშვნელოვან დროს მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ ძალადობის ნებისმიერი ფორმისგან თავი შეიკავოს და ყველა პოლიტიკურ ძალას მოვუწოდებ, რომ კანონიერი პოლიტიკური პროცესების ფარგლებში მუშაობის ვალდებულება აიღონ“, - აღნიშნა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა.
მისი თქმით, „ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა დაძაბულობის შემცირების, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, დიალოგის მეშვეობით საზოგადოების ნდობის აღდგენისა და ეუთო-ს ვალდებულებების შესრულების მიზნით პოლიტიკური აქტორებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას განაგრძობს“.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
