მარტი 30 2023 წაკითხვა 459 ჯერ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სარჩელის სტრასბურგში გაგზავნა „ძალიან გაჭიანურდა“.

მარტი 30 2023 წაკითხვა 453 ჯერ

"ქართული ოცნების" დეპუტატი, მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში დაგეგმილ გამოსვლის მოლოდინებზე არ საუბრობს, პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანიას იხსენებს და ამბობს, "ახია ჩვენზე, რაც ჩვენ ვიწვალეთ". ამის შესახებ მან დღეს, 30 მარტს ჟურნალისტებთან ისაუბრა, რომლებმაც დეპუტატს ჰკითხეს, რა მოლოდინი აქვს, ისევ ისაუბრებს თუ არა იგი "ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქობაზე"?

 

"არ ვიცი, მოლოდინზე როგორ ვთქვა? ქალბატონი სალომეს ნაცვლად, როგორ ვილაპარაკო წინასწარ? ხშირად არის არაობიექტური შეფასებები, ხანდახან, ადამიანს გიჩნდება განცდა, რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის ჩვენს მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ, რაც ჩვენ ვიწვალეთ, ახია ჩვენზე, რომ იტყვიან, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა საბოლოო ჯამში ქალბატონი სალომე", - უთხრა მდინარაძემ ჟურნალისტებს.

 

ხვალ, 31 მარტს პარლამენტის პლენარულ რიგგარეშე სესიაზე დეპუტატები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიურ ანგარიშს მოისმენენ.

 

სალომე ზურაბიშვილმა 24 მარტს „TV პირველთან" ინტერვიუში თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, თუმცა, პრეზიდენტის აზრით, ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი.

 

შეკითხვას - ტერმინი ოლიგარქი თქვენთვის არ არის მისაღები ივანიშვილთან მიმართებით? სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა: „რატომაც არა. ოლიგარქობა რას ნიშნავს, რას არ ნიშნავს არ ვიცი, მაგრამ ვენეციის კომისიის პასუხი ამ დე ოლიგარქის კანონზე არ არის რაღაც რომ ინდივიდუალურად, რომელია. ახლა ხელისუფლება ამბობს, რომ ისინი არიან, ოპოზიცია ამბობს, რომ ეს არის. ვენეციის კომისიის მიდგომა ამ საკითხზე არის, რომ თქვენ უნდა მიუდგეთ ამ საკითხს სისტემურად. უნდა მიიღოთ ისეთი კანონმდებლობა რომელიც იქნება პრევენციული, რომ არავინ შეძლოს რომ მიიღოს მეტი გავლენა".

 

წამყვანმა შეკითხვა დააზუსტა - ივანიშვილი ოლიგარქია? პრეზიდენტმა უპასუხა: „არის ალბათ, კი. ოლიგარქი იმ გაგებით, რომ ფული აქვს, მედიაზე გავლენა და პოლიტიკაზე გავლენა, ამ გაგებით არის, მაგრამ ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი. ივანიშვილის პრობლემა არის მეტი ვიდრე ოლიგარქიზმი. სისტემის არგამჭვირვალეობა. ამის თქმა მინდა, რომ საჭირო არის, რომ ჩვენ გავიგოთ და ვიცოდეთ სად წყდება მთავარი გადაწყვეტილებები, როგორ შეიძლება ამ გადაწყვეტილებების შეცვლა ან მათზე გავლენის მოხდენა და ა.შ."

მარტი 30 2023 წაკითხვა 483 ჯერ

ხელისუფლების წარმომადგენლებს მოვუწოდებ, თავი შეიკავონ სავარაუდო მსხვერპლ ქალებზე წინასწარ საუბრისგან, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მარტი 30 2023 წაკითხვა 526 ჯერ

მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ 9 აპრილს აჩვენოს ერთიანობა, კვლავ გამოვხატოთ ჩვენი ხალხის ნება საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან მიმართებაში,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მარტი 30 2023 წაკითხვა 836 ჯერ

წულუკიანს წესით უნდა ვუჩივლო, მაგრამ ძალიან მეზარება დროის კარგვა, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მარტი 29 2023 წაკითხვა 456 ჯერ

უკრაინის წინააღმდეგ ომი არის შეხსენება, რომ დემოკრატიები შიგნიდან უნდა იყვნენ ძლიერი, ანუ მხარდაჭერილი ერთიანი სამოქალაქო საზოგადოების მიერ და გაერთიანებული საერთაშორისო ასპარეზზე საერთაშორისო სამართლის დამკვიდრებული პრინციპების დასაცავად.

გვერდი 365 სულ 735
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.