მაისი 17 2023 წაკითხვა 437 ჯერ

„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერი, პარლამენტის წევრი ბაჩუკი ქარდავა ტოვებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"-ს. დეპუტატმა გადაწყვეტილება ფრაქციის სხდომის შემდეგ მიიღო, რომელიც ეხებოდა საპარლამენტო უმრავლესობისთვის სასურველი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებისთვის ოპოზიციის რამდენიმე დეპუტატის მხრიდან მხარდაჭერას.

მაისი 17 2023 წაკითხვა 459 ჯერ

არაფერი არ იქნება ვიდრე ქართული პარტიები არ ისწავლიან, რომ შენი გამარჯვება სხვის განადგურებას არ ნიშნავს, ვიდრე საქართველოს მოქალაქე არ მიხვდება, ვიღაცას ხმას რომ აძლევს, ის ღმერთი არ უნდა გახადოს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ პარტიის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

მაისი 17 2023 წაკითხვა 484 ჯერ

ანსამბლი "მართვე" მიდიოდა აშშ-ში, 50 ბავშვს სათითაოდ შეატანინეს ვიზაზე მოთხოვნა და საბოლოოდ ანსამბლი დატოვეს ქვეყანაში - ასეთ რაღაცებს უნდა მიხედოს ამერიკის ელჩმა და არა იმას, რომ სხვა ქვეყანა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მაისი 17 2023 წაკითხვა 464 ჯერ

გვაქვს ფრთხილი პოლიტიკა, ამიტომ ხშირად გვსაყვედურობენ რატომ ვართ ფრთხილები და პრაგმატულები. ეს ყველაფერი სინამდვილეში რომ „გადაითარგმნოს“, გულისხმობს იმას, რომ გვსაყვედურობენ, თუ რატომ არ ვსჯით საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს. ამას სხვადასხვა ფორმით გვსაყვედურობენ, თუმცა, ბუნებრივია, პირდაპირი ტექსტით ვერ ამბობენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მაისი 17 2023 წაკითხვა 479 ჯერ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე ვედანტ პატელი რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხად აცხადებს, რომ „ახლა, რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავების დრო არ არის“.

მაისი 16 2023 წაკითხვა 418 ჯერ

„რუსეთის ფოსტა“ განიხილავს საქართველოში საფოსტო გზავნილების პირდაპირი საჰაერო გადაზიდვის შესაძლებლობას.

გვერდი 342 სულ 733
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.