"ჩვენთვის გაუგებარია გადაწყვეტილება „ღირსეული პარტნიორის“ გადადებასთან დაკავშირებით" - ირაკლი ჩიქოვანი
ჩვენთვის გაუგებარია გადაწყვეტილება, რომელიც „ღირსეული პარტნიორის“ გაურკვეველი ვადით გადადებას უკავშირდება, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ჩიქოვანის თქმით, თავდაცვის სამინისტროს და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს ძალიან ბევრი სხვადასხვა თანამშრომლობის ფორმატი აქვთ და ეს თანამშრომლობა გრძელდება.
Ამასთან, როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, საერთაშორისო სწავლებები სასარგებლო ღონისძიებაა როგორც ქართული თავდაცვის ძალებისთვის, ასევე ამერიკის შეიარაღებული ძალებისთვის.
„მეორე მხრივ, ხაზს გავუსვამ იმას, რომ თავდაცვის სამინისტროს და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს გვაქვს ძალიან ბევრი სხვადასხვა თანამშრომლობის ფორმატი, სადაც ინტენსიურად ვმუშაობთ, ვთანამშრომლობთ და ეს თანამშრომლობა გრძელდება. საერთაშორისო სწავლებები, მათ შორის, სწავლებები, რომლებშიც მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის ქვედანაყოფები, არის სასარგებლო ღონისძიება როგორც ქართული თავდაცვის ძალებისთვის, ასევე ამერიკის შეიარაღებული ძალებისთვის და ასევე ყველა იმ სახელმწიფოს წარმომადგენლისთვის, რომლებიც ამ წვრთნებში მონაწილეობენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაგრძელებთ და ასევე ვემზადებით წვრთნებისთვის, რომელიც 2025 წელს გვაქვს დაგეგმილი“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გუშინ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლებას აშშ განუსაზღვრელი ვადით გადადებს.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
