რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ადგილობრივი ოპოზიციის მხარდამჭერებმა ოჩამჩირის რაიონის სოფელ აძიუბჟას მიმდებარედ კოდორის ხიდი გახსნეს.
“1991 წელს პრეზიდენტის პირველ არჩევნებში მე ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი. საჩივარი ძალიან ცოტა იყო, მაგრამ მახსოვს ორი მათგანი. საჩივარი ორ საარჩევნო უბანს შეეხებოდა, სადაც ეწერა, რომ არჩევნებში მონაწილეთა შორის იყო ერთი ისეთი პირის გასწვრივ ხელმოწერა, რომელიც საქართველოში იმ დროისთვის არ იმყოფებოდა ანუ ვიღაცამ მის ნაცვლად მისცა ხმა.
მთლიანად ოპოზიცია ცდილობს, წავიდეს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, თუმცა ეს არის ძალიან უსუსური მცდელობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბაქოში განუცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის მიზანია, ქაოსის გზით ქვეყანაში მოაწყოს რევოლუცია, რაც არ გამოუვა.
„ძლიერი საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, პარტნიორებთან საუბრისას ოპოზიციის მხრიდან მთავარი სათქმელი იქნება ის, რომ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიება დაიწყოს. ამის შესახებ ელისაშვილმა ჟურნალისტებს 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციასთან ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.
