საქართველოს საკითხს განიხილავს 27 წევრი სახელმწიფო მოახლოებულ საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე 16 დეკემბერს, ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეწყვეტის შესაძლებლობა.
საქართველოს პარლამენტის შენობაში „უსაფრთხოების ყვითელი დონის” გაუქმებიდან მეორე დღეს, უმაღლესი, „წითელი დონე” აამოქმედეს.
თბილისში დაკავებულია საქართველოს პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციის 43 მონაწილე.
ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტ გურამ როგავას აქციაზე ძალადობის გამო სახის ძვლები და კისრის მალა აქვს მოტეხილი.
თქვენ სახელმწიფოს გარეშე არაფერი ხართ და თქვენი მოვალეობა ამ სახელმწიფოში არის ის, რომ მოქალაქეები დაიცვათ და არა მონები და არა რუსები , - ასე მიმართა პოლიციას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.
