„ერთ-ერთი მთავარი ლეგიტიმაცია გვაქვს, იმაზე, რომ ამ არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, დიახ, ამ ქვეყანაში კაცს ერქმევა კაცი და ქალს ერქმევა ქალი და ეს ვერ გახდება სასაცილო ამბავი ვერასდროს“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
,,მანდატების დათმობა, სიების ჩახსნა და ასე შემდეგ, ეს პროცესი უკვე გამოვლილი გვაქვს”,- ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” წევრმა, ნინო წილოსანმა ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო მანდატების დათმობის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
28 ნოემბერს XI მოწვევის პარლამენტი მთავრობას და სამთავრობო პროგრამას, სახელწოდებით - “მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ ნდობას გამოუცხადებს.
ცესკო საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებულ პროცედურებს განმარტავს.
“ხოშტარია რომ გყავს ლიდერი და ჩელიაბინსკში ვიღვიძებთო, რომ იძახი, რაღაც წარმოუდგენელი უბედურება გჭირს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
ნუ დაუთმობთ უდიპლომობას ყველა სივრცეს და ყველა ეთერს, არ არის ეს მთავარი პოლიტიკური საკითხი - მთავარი ის არის, რომ ივანიშვილმა ბოლო დამოუკიდებელი ინსტიტუტი გააუქმა,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად, მიხეილ ყაველაშვილის წარდგენას ეხმაურება.
