უკრაინაზე რუსეთის მასირებული შეტევის სამიზნე ისევ ენერგოობიექტებია
რუსეთმა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მორიგი იერიში მიიტანა ენერგოობიექტებზე. ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი იუწყება.
რაკეტებით და დრონებით მასირებული შეტევა 28 ნოემბერს, დილიდან დაიწყო.
ენერგეტიკის მინისტრ გერმან გალუშჩენკოს ინფორმაციით, ელექტროგადამცემი სისტემის ოპერატორი კომპანია „უკრენერგო“ იძულებული გახდა, დაუყოვნებლივ მიემართა ენერგომომარაგების შეწყვეტის საგანგებო რეჟიმისთვის.
დღევანდელი მასირებული შეტევის კონკრეტული შედეგები მოგვიანებით გამოქვეყნდება.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ ადგილობრივი დროით დილის შვიდის ნახევრისთვის სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის მურმანსკის ოლქიდან უკრაინისკენ დაიძრა ტუ-95მს ტიპის შვიდი ბომბდამშენი, შავი ზღვიდან კი ფრთოსანი რაკეტების გამოშვებაა დაფიქსირებული. მოგვიანებით, საჰაერო ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ შეტევა დაიწყო უპილოტო საფრენი აპარატებითაც.
სიახლეები
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
- მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის ჯარიმებთან დაკავშირებით
- სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა
- ,,თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება"- ვოლოდიმერ ზელენსკი
