"ზოგიერთი პოლიტიკური პარტია გადაჭარბებული ემოციით და ამბიციურად აფიქსირებს პოზიციას" - ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილმა მთაწმინდა-კრწანისის მეოთხე საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
"მინდა, ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა იმ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, რომელიც მათ 31 ოქტომბერს გამოიჩინეს და დღესაც. მიუხედავად იმისა, რომ კოვიდი ბობოქრობს, მაინც დიდი პასუხისმგებლობა გამოავლინა ამომრჩეველმა.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ ყველა ქვეყანამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა. შედეგად მივიღეთ პარლამენტში 9 პარტიის წარმომადგენლობა, რაც მისასალმებელია. ზოგიერთი პოლიტიკური პარტია კი, ზედმეტად გადაჭარბებული ემოციით და ამბიციურად აფიქსირებს პოზიციას. მე ვფიქრობ, რომ საღი აზრი აჯობებს და ჩვენ ჭეშმარიტად მრავალპარტიულ პარლამენტს მივიღებთ.
დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება," - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, რომელსაც ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს.
სიახლეები
- ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
- "ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა"
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
