"ოპოზიციურ ერთობას არაფერი ემუქრება"- გიგი უგულავა
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, ოპოზიციურ ერთობას საფრთხე არ ემუქრება.
უგულავას თქმით, აზრთა სხვადასხვაობა, კამათი ჩვეულებრივი მოვლენაა და ამ მხრივ ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს.
„ოპოზიციურ ერთობას არაფერი ემუქრება, რაც უნდა ცხარე კამათი იყოს. ცხარე კამათი ჩვეულებრივია, არ ვმალავთ და ეს ხდება საჯაროდ. ოპოზიციური ამომრჩევლისთვის ხშირად დამაბნეველია, მაგრამ უნდა შევეჩვიოთ, არის განსხვავებები, აზრთა სხვადასხვაობა, მათ შორის ხშირად მწვავედ გამოხატული. მენდეთ, ეს ჯობს, ვიდრე ის, რასაც ხელისუფლება აკეთებს, შიგნით დაპირისპირებას, თავპირის მტვრევით დაპირისპირებას მერე უცებ მეგობრობას ეძახის ხოლმე. ამიტომ ეს არის ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა, რაშიც ვერანიარ პრობლემას ვერ ვხედავ“, – განაცხადა უგულავამ.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
