"სიცხე მაქვს, ეკა, მიკნავლებული ვარ" - ვაშაძემ წამყვანები დააბნია
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, გრიგოლ ვეშაძემ, ტელეკომპანია "პირველის "წამყვანებს - ბუკა პეტრიაშვილსა და ეკა მიშველაძეს პირდაპირ ეთერში სტუმრობისას უთხრა, რომ ტემპერატურა აქვს და არ იცის, ხვალ ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე შეძლებს თუ არა მისვლას.
"სიცხე მაქვს, ეკა, სიცხე მაქვს, გავიკეთე ვაქცინაცია და ორთვიანი ჯაჯგური რომ არ ყოფილიყო თქვენგან, პატიოსან სიტყვას გაძლევთ, რომ არ მოვიდოდი, იმიტომ, რომ ვარ აბსოლუტურად მიკნავლებული. თუ სიცხე არ მექნება, აქციაზე ვიქნები" - უთხრა ვაშაძემ წამყვანებს.
ვაშაძის განცხადებამ წამყვანების დაბნეულობა, ხოლო სოციალურ ქსელში მხიარულება გამოიწვია.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
