"ნუ გვექნება მოლოდინი, რომ ერთი ან თუნდაც ორი შეხვედრით რამე გადაწყდება" - ბაქრაძე
,ნუ გვექნება მოლოდინი, რომ ერთი ან თუნდაც ორი შეხვედრით რამე გადაწყდება", - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ოპოზიციის პოზიცია უცვლელი იყო, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი ახალი არჩევნების ჩატარებაშია.
,,ჩვენი, როგორც პასუხისმგებლიანი ძალების ამოცანა არის ის, ნაბიჯ-ნაბიჯ ვეცადოთ კომპრომისის გამოძებნას.
კომპრომისის სივრცე არსებობს და თუ იქნება პასუხისმგებლიანი მიდგომა, საბოლოო ჯამში, იმედი მაქვს, მხარეები მოვახერხებთ შეთანხმებისკენ წასვლას“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
თუმცა, არც იმას გამორიცხავს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება ვერ შედგეს.
„არ გამოვრიცხავ, რომ შეთანხმება ვერ შედგეს. ამის მაღალი ალბათობა არსებობს. ჩვენი პოზიცია აბსოლუტურად ნათელი და მტკიცეა. ახალი არჩევნების გარეშე ქვეყანაში კონსოლიდაცია ვერ მოხდება. თუ მმართველი გუნდიც ბოლომდე იქნება იმ პოზიციაზე, რომ მათი აზრით, ამ კრიზისში დარჩენა სჯობს და ერთპარტიული პარლამენტი, ვიდრე ახალი და სამართლიანი არჩევნები, ბუნებრივია, მაღალი ალბათობა არსებობს, რომ შეთანხმება ვერ შედგება“, - განაცხადა ბაქრაძემ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
