"ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, რომელიც უნდა განიმუხტოს" - ჯაფარიძე
ყველა მივიჩნევთ, რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც უნდა განიმუხტოს და რაღაც ტიპის პოლიტიკური შეთანხმება მისაღწევია, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ამ შეხვედრაზე იყო პოზიციების გაცვლა, პარტიებმა მოვყევით ჩვენი ხედვა, თუ როგორ ვაფასებთ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც ჩატარდა ცოტა ხნის წინ და ჩვენი პოზიცია იყო ის, რაც არაერთხელ გვაქვს გაცხადებული და იყო ასევე, ხელისუფლების წარმომადგენლის პოზიცია - ისინი როგორ აფასებენ ჩატარებულ არჩევნებს. ეს იყო და ეს. ამ შეხვედრაზე, რაზეც შევთანხმდით არის ის, რომ კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, რომლის დრო და ადგილი ჯერჯერობით არ ვიცით", - განაცხადა ჯაფარიძემ.
სიახლეები
- პაკისტანში წყალდიდობების შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
- ზელენსკი ტრამპს ორშაბათს ვაშინგტონში შეხვდება
- “მოლაპარაკებები პატივისცემით სავსე და კონსტრუქციულ ატმოსფეროში გაიმართა” - პუტინი
- ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინასთან კონფლიქტი არ მოხდებოდა იმ დროს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რომ ყოფილიყო
- ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა - დაშავდა კიდევ 6 ადამიანი