"კარგი იქნება თუ ეს შეხვედრები პოზიტიური შეთანხმებით დამთავრდება" - ინაშვილი
,,მნიშვნელოვანია, რომ ეს შეხვედრა შედგა და კარგი იქნება თუ პოზიტიური შეთანხმებით დამთავრდება", - ამის შესახებ ,,პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.
,,მოვისმინეთ არჩილის პოზიცია, მე არ მაქვს პრობლემა, რომ არჩილთან მქონდეს კომუნიკაცია, მუდმივად ვართ ჩვენ ხაზზე, როგორ პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ასე რომ, თავისთავად, შეხვედრა რომ შედგა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი, ვნახოთ ახლა როგორ წარიმართება პროცესი. დეტალებზე საუბარი ნაადრევია და არაა კორექტული. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. საერთოდ, დიალოგს არ აქვს ალტერნატივა, ამიტომ, მნიშვენელოვანია, რომ ეს შეხვედრა შედგა და კარგი იქნება თუ პოზიტიური შეთანხმებით დამთავრდება", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
