"ჩვენ თუ ახლა უკან დავიხევთ, საქართველოს დავკარგავთ"-ალეკო ელისაშვილი
ჩვენ თუ ახლა უკან დავიხევთ, საქართველოს დავკარგავთ, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ცესკო-თან განაცხადა, რითაც პოლიციის მიერ აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლის გამოყენებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ყველაფრის მიუხედავად, ის ადგილზე რჩება და სამართლიანი არჩევნებისთვის ბრძოლას განაგრძობს.
„ყველაფერზე არის პასუხისმგებელი ხელისუფლება, ეს ნაძირალა კობახიძე. ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ წესიერი არჩევნები ჩატარდეს, რაც უნდა ის გამოიყენონ, მე პირადად ბოლომდე ვიბრძოლებ, ვიდრე ვიქნები ჯანმრთელი და ცოცხალი, აქ ვიბრძოლებ.
ჩვენ თუ ახლა უკან დავიხევთ, ჩვენ დავკარგავთ საქართველოს, შესაბამისად, გინდა წყლის ჭავლი გვასხან, გინდა გვირტყან, საქართველოს არ დავთმობთ. თქვას თამარ ჟვანიამ, რომ გადადგა, თორემ აქ ასე მთელი ღამე გაგრძელდება, ჯარი კი ნუ დაგვახვედრეს, თამარ ჟვანია დაგვახვედრონ, რომელმაც მოიჭრა თავი საქართველოს წინაშე და მოიპარა არჩევანი. უნდა გადადგეს, სხვაგვარად არ დაწყნარდება არაფერი“, - განაცხადა ელისაშვილმა.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
