"კი არ აღმოიფხვრა პრობლემა, ყოველდღიურობის ნაწილი გახდა" - ბოკერია
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ტელეკომპანია „იმედის“ მიერ უკრაინულ „ობოზრევატელზე“ დაყრდნობით გავრცელებულ ჩანაწერებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ფარული ჩანაწერების გავრცელების პრობლემა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროსაც არსებობდა და ის კი არ აღმოიფხვრა, არამედ ყოველდღიურობის ნაწილი გახდა.
„პრობლემა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს არსებობდა, კი არ აღმოიფხვრა, არამედ ყოველდღიურობის ნაწილი გახდა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, მათ შორის საკუთარი გუნდის შიგნით, უბინძურესი ფორმით გამოიყენება მთელი ამ წლების განმავლობაში, მთელი საზოგადოებისთვის რაღაც დამცინავი ფორმით, რაღაც უკრაინულ ვიკილიქსზე დადებით. მერე აქ პროპაგანდისტული ორგანოები ამას აიღებენ და გამოძიებაც იწყება ხოლმე. სამარცხვინო ამბავია, ეს არის ის, რაც ივანიშვილის რეჟიმის შეცვლის შემდეგ, აღარასდროს უნდა განმეორდეს საქართველოში“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მისივე თქმით, მსგავსი ჩანაწერების გავრცელება ხელისუფლების პროპაგანდის ნაწილია და საუბარი ძალადობრივ გეგმაზე მომაბეზრებელი გახდა.
"საუბარი რაღაც ძალადობრივ გეგმაზე იმდენად მომაბეზრებელი გახდა, დასაცინი იქნებოდა, რომ არა ამ გაყალბებული არჩევნების შედეგად შექმნილი საკმაოდ მძიმე მდგომარეობა ქვეყნის შიგნით. თუმცა ამ ვითარებაში ის ფაქტი, რომ პროპაგანდა ამ მეთოდს მიმართავს, ძალიან ნიშანდობლივია და კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს იმაზე, რამხელა საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ეს ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილი, მისი გარემოცვა და მისი პროპაგანდის ორგანოები", - აღნიშნა ბოკერიამ.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
