"პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში ვერ შეჩერდება" - ცერცვაძე
ვინც ნიღაბს არ იკეთებს, ის შეგნებულად მიდის იმაზე, რომ ინფექციის მაჩვენებელი გაიზარდოს და გავრცელდეს ,- ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში ვერ შეჩერდება, ამიტომ მოსახლეობამ საპროტესტო აქციებზე რეკომენდაციები უნდა დაიცვას.
"პოლიტიკურ პროცესებს ვერ შევაჩერებთ. კარგია, ქვეყანაში სიმშვიდე ყოფილიყო და არა აქციების საჭიროება, მაგრამ რადგან არის მოსახლეობის ნაწილის სოციალური დაკვეთა, რომ აქციები უნდა ჩატარდეს, პოლიტიკურ პროცესებს ვერ შევუშლით ხელს, მაგრამ დაიცვან ელემენტარული რეგულაციები.
ვინ დამარწმუნებს, რომ იგივე აქციაზე ყველამ რომ გაიკეთოს ნიღაბი, ამით შესუსტდება პროტესტის გამოხატვის ფორმა, ან ნაკლებად დამაჯერებელი იქნება ამომრჩევლისთვის, ან ნაკლებ გავლენას მოახდენს არჩევნების შედეგებზე. ნიღაბი არაფერს არ გააფუჭებს. ვინც ნიღაბს არ იკეთებს, მე ვიტყოდი რომ ის შეგნებულად მიდის იმაზე, რომ ინფექციის მაჩვენებელი გაიზარდოს და გავრცელდეს, ის უბრალოდ, არ დაფიქრებულა, რომ ხვალ შეიძლება თვითონ იყოს ამის მსხვერპლი"- განაცხადა ცერცვაძემ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
