"მელიას დაკავება პოლიტიკურად სწორი არ იქნება"- ირაკლი კობახიძე
ჩვენ უნდა დავამარცხოთ ნიკა მელია ყოველგვარი სამართლებრივი ზომების გარეშე,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ნიკა მელიას მიერ ელექტრონული სამაჯურის მოხსნას გამოეხმაურა.
"სამართალდარღვევასთან ერთად კიდევ უფრო მძიმეა, რომ ეს არის ძალიან მძიმე პროვოკაცია. როცა ამ ასაკის კაცი მუდმივად გამოირჩევა პროვოკაციებით, ეს ძალიან მძიმედ მეტყველებს ბუნებრივია მასზე და მის თვისებებზე", - განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, უნდა დააკავონ თუ არა მელია, კობახიძე ამბობს, რომ ეს სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციაა, თუმცა მისი დაკავება პოლიტიკურად სწორი არ იქნება.
"თუმცა, პოლიტიკურად ეს არ იქნებოდა სწორი, ჩვენ უნდა დავამარცხოთ ნიკა მელია ყოველგვარი სამართლებრივი ზომების გარეშე, ამის შემდეგ რა ზომები მიიღება სამართლებრივად ეს არის სხვა საკითხი, მაგრამ პოლიტიკურად არ მგონია მიზანშეწონილი", - განაცხადა კობახიძემ.
სიახლეები
- ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
- "ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა"
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
