"ჩემი პროტესტის ფორმა გულისხმობს იმას, რომ მე ამაღამ ვრჩები რუსთაველზე"
ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემი პროტესტის ფორმა გულისხმობს იმას, რომ მე ამაღამ ვრჩები რუსთაველზე, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმითა, სამართალდამცავებმა მათ კარვის გაშლის საშუალება არ მისცეს.
„მოვიდა პოლიცია, გვქონდა ერთი კარავი და მითხრეს, რომ არ გაქვთ უფლება, კარავი გაშალო. ვერავითარი არგუმენტაცია ვერ წარმომიდგინეს. იცით, რომ მე კანონი ძალიან კარგად იცი. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემი პროტესტის ფორმა გულისხმობს იმას, რომ მე ამაღამ ვრჩები რუსთაველზე. ვისაც უნდა, დარჩება ჩემთან ერთად. ეს არის ჩვენი პროტესტის ფორმა მოპარული არჩევნების შემდეგ. პირადად, პარლამენტთან ღამით დარჩენას ვაპირებ. ძალიან გაბრაზებული ვარ. გაიტაცებენ კარავს? არაუშავს, კიბეებზე ვისხდებით, ეს არ არის პრობლემა. ყოვლად მიუღებელია, რასაც სამართალდამცველები აკეთებენ. ჩვენ დავიცავთ ჩვენს უფლებებს. არ შეიძლება არჩევნები მოპარო ადამიანებს და შემდეგ მათ სახეში შეხედო, გამორიცხულია!“-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
