"თუ ვინმეს „ქართული ოცნებიდან“ სურს, შემოუერთდეს ამ ახალ ერთობას, ჩვენ მათთვის კარი უნდა გავაღოთ" - სააკაშვილი
თუ ვინმეს „ქართული ოცნებიდან“, ცალკეულ ადამიანებს სურს შემოუერთდეს ამ ახალ ერთობას, რომელიც იქნება საერთო ქართულ, ეროვნულ ფასეულობებზე დაფუძნებული, ვისაც უყვარს საქართველო და უნდა საქართველოს დაეხმაროს, ჩვენ მათთვის კარი უნდა გავაღოთ, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა ხმა მისცა ოპოზიციას, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
„მე არ მაინტერესებს არცერთი თანამდებობა, მათ შორის არც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, მე მაინტერესებს ერთიანობა, ამ მძიმე კრიზისის დაძლევა. ჩვენ უნდა ვიპოვნოთ ის ფიგურები, საქართველოს ამ მთავრობისთვის, რომელიც ჩამოყალიბდება, ერთიანი ეროვნულობის მთავრობა იქნება, რომელიც მისაღები იქნება მთლიანად ქართველი ხალხისთვის, იქნება კომპეტენტური, ეფექტური, მე ყველას ადგილს ვხედავ უკლებლივ, ყველა პარტიის ადგილს ამ კოალიციაში. მათ შორის, მათ ადგილსაც, რომლებიც ადრე გვიპირისპირდებოდნენ, არ გვეთანხმებოდნენ. თუ ვინმეს „ქართული ოცნებიდან“, ცალკეულ ადამიანებს სურს შემოუერთდეს ამ ახალ ერთობას, რომელიც იქნება საერთო ქართულ, ეროვნულ ფასეულობებზე დაფუძნებული ერთობა, ვისაც უყვარს საქართველო და უნდა საქართველოს დაეხმაროს, ჩვენ მათთვის კარები უნდა გავაღოთ. პირველ რიგში, ეს ეხება იმ ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომელთაც ხმა ქართველმა ხალხმა ივანიშვილის წინააღდეგ მისცა და რომელთაც ხმების აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვეს. ივანიშვილი გაფარჩაკებული, დამარცხებული და დატორტმანებულია, ახლა შეეცდება ყიდვას, მანიპულირებას, გაყალბებას. რაც მეტს შეეცდება, უფრო ცუდად წაუვა საქმე.
მე თავის დროზე მშვიდობიანად გადავეცი ხელისუფლება, მე ჩემი ცხოვრებით დავამტკიცე, რომ არასდროს ვაყენებდი ჩემს ხელისუფლებას ქართველ ერზე მაღლა, მასაც მოვუწოდებ, მიუხედავად პირადი ბოღმისა, შიშებისა, დაძლიოს, მიხვდეს, რომ ცხოვრება არ დაწყებულა და არ დამთავრებულა ხელისუფლებით. რაღაც მომენტში უნდა მიხვდე, რომ შენი ერი არის შენზე მაღლა. უნდა დაუთმოს ქართველ ერს, მისცეს საშუალება გააგრძელოს აღმშენებლობა, განვითარება. მათ წააგეს“, - განაცხადა სააკაშვილმა.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
