იოსებ ხახალეიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
"წლების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობდი და ამიტომ ძალიან კარგად ვგრძნობ თავს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საუბრისას“, - ამის შესახებ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
შეხვედრაზე მერობის კანდიდატმა პანდემიის შედეგებსა და პროგნოზებზე ისაუბრა. ასევე, განიხილა ქუთაისში არსებული წინასაარჩევნო ვითარება, ქალაქის სოციალური და ინფრასტრუქტურული მდგომარეობა და უახლოეს მომავალში დასაწყებ პროექტებზე ისაუბრა.
"ჩვენ ვისაუბრეთ ყველაფერზე, რაც კი შეიძლებოდა განგვეხილა ქუთაისთან მიმართებაში, მათ შორის ტრანსპორტით მგზავრობის შეღავათებზე, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ინტერნეტის გადასახადის დაფარვაზე. ვისაუბრეთ ზოგად ღირებულებებზე. ქუთაისზე, როგორც განათლების, კულტურის, ჯანდაცვის, ტურიზმის ცენტრზე. ქალაქის უკეთესად განვითარების საკითხში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის იმედი მაქვს და ზუსტად ვიცი, ამ ადამიანებს ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლიათ ქვეყნის სწორი მშენებლობის პროცესში", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთიდან დევნილი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. კონსორციუმი "სამართლებრივი დახმარება საქართველოში"-ს გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი შავგულიძემ კითხვა -პასუხის რეჟიმში დასვა მწვავე კითხვები, რომელიც დევნილ მოსახლეობას აწუხებდა. კონკრეტულად განიხილა განსახლების პრობლემა, დევნილთა სოციალური საკითხები სამართლებრივ ჭრილში, დევნილი სტუდენტების სამგზავრო შეღავათებით სარგებლობა და სწავლის საფასურის ნაწილობრივ დაფარვა.

სიახლეები
- 2026 წლის მთავარი სიმბოლო ცეცხლოვანი ცხენია - როგორ მოვიპოვოთ მისი კეთილგანწყობა?
- "ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ „კამიტეს“ გამოყენებას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი, რადგან მისი შესყიდვა შსს-ს არასოდეს განუხორციელებია"
- "ზრდასრული ადამიანი უნდა ხვდებოდეს, ესა თუ ის წესი ან კანონი რისთვის არის, მაგრამ ამისთვის საჭიროა გონებრივი განვითარება" - მეუფე შიო
- მერაბ დვალიშვილი მეოთხე სატიტულო დაცვაში დამარცხდა და UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაკარგა
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
