"ტერორისტმა, წაღებული ფულით, სოფლებში წისქვილი გახსნას" - ლელოს კანდიდატი
პარტია "ლელოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, მარტვილსა და აბაშაში, თამარ ბელქანია, თავდამსხმელს, რომელიც 21 ოქტომბერს ზუგდიდში, საქართველოს ბანკში შეიჭრა და მძევლები აიყვანა, მოუწოდებს, პოლიციას ჩაბარდეს და წაღებული ფულით სამეგრელოში წისქვილები გახსნას.
ამის შესახებ ის Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ლაპარაკობს.
„მივმართავ ტერორისტს, იმ ადამიანს, რომელმაც გუშინწინ ზუგდიდიდან ნახევარი მილიონი დოლარი წაიღო – ტერორიზმი დასაგმობია, თუმცა მას აქვს ერთადერთი გამოსავალი, ჩაბარდეს და იმ ფულით, რომელიც ჩვენგან წაიღო, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, მარტვილში, აბაშაში, ყველა სოფელში წისქვილები გახსნას". - ამბობს თამარ ბელქანია.
აღნიშნული ვიდეო ბელქანიას Facebook-ზე უკვე აღარ იძებნება, თუმცა იძებნება მისი განმარტება აღნიშნულ ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით:
"მიმართვა ორი ნაწილისგან შედგება ერთი რომ ტერორისტი ჩაბარდეს და მეორე სახელმწიფომ ყურადღება სოფელს მოაქციოს და ნაშრომი მაინც შეარგოს გლეხს!
სოფლებია სადაც საერთოდ არანაერი შენობა საცხოვრებლის გარდა არ დგას
ამ პოლიტიკური პერფორმანსის იდეაც იდეის ტირაჟირება და სახელმწიფისადმი მიმართვა იყო.
თუ ფირალია და მდიდარს ართმევს ბარემ ღარიბს მისცეს))) " - წერს ბელქანია.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
