“მიუხედავად წერილობითი და ზეპირი განცხადებებისა, ზეწოლის ფაქტებზე კომისიას რეაგირება არ მოუხდენია” – მამუკა ტუსკაძე
“მიუხედავად წერილობითი და ზეპირი განცხადებებისა, რომელიც მე გავაკეთე, ჩემზე, როგორც საარჩევნო სუბიექტზე, განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებს კომისიის მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია” – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა “სოციალური სამართლიანობისთვის” ლიდერმა მამუკა ტუსკაძემ უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, კომისიას მის მიერ გაჟღერებულ სხვა დარღვევებზეც არ უმჯელია.
“კომისია არ დაინტერესებულა იმ ფინანსების უკანონოდ დაყადაღების საკითხით, რომლითაც უნდა დაფინანსებულიყო ჩემი პოლიტიკური ორგანიზაცია. ასევე სხდომაზე არ განხილულა ჩემი განყოფილებაში დაყოვნების შემთხვევა, რის გამოც ხელი შემეშალა წინასაარჩვენო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრაში. კომისიამ მომისმინა, თუმცა მათგან არანაირი რეაგირება არ ყოფილა.”
პარტიის ლიდერი კომისიის მუშაობით უკმაყოფილოა და არ გამორიცხავს, რომ სხვა პოლიტიკური პარტიების მსგავსად, მას ბოიკოტი გამოუცხადოს.
“თუ კომისიამ არ შეცვალა მუშაობის ფორმატი და არ დაიტვირთა უფრო მნიშვნელოვანი ფუნქციებით, ისევე, როგორც მთავარი ოპოზიციური პარტიები, ახალი პოლიტიკური ძალები, რომლებსაც იმედი ჰქონდათ მისი ეფექტურობის, შეწყვეტენ კომისიასთან თანამშრომლობას და გადავლენ ბოიკოტის რეჟიმში. სულ ორი სხდომაა დარჩენილი და იმედი მაქვს, რომ კომისია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს,სხვანაირად ის ხდება ფარატინა ჯგუფი, რომელიც მხოლოდ ტყუილი ანგარიშების მოსმენით არის დაკავებული. თუ ეს ასე არ მოხდა, ჩვენც დავტოვებთ კომისიას,” – განაცხადა მამუკა ტუსკაძემ.
(NS)
სიახლეები
- 2026 წლის მთავარი სიმბოლო ცეცხლოვანი ცხენია - როგორ მოვიპოვოთ მისი კეთილგანწყობა?
- "ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ „კამიტეს“ გამოყენებას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი, რადგან მისი შესყიდვა შსს-ს არასოდეს განუხორციელებია"
- "ზრდასრული ადამიანი უნდა ხვდებოდეს, ესა თუ ის წესი ან კანონი რისთვის არის, მაგრამ ამისთვის საჭიროა გონებრივი განვითარება" - მეუფე შიო
- მერაბ დვალიშვილი მეოთხე სატიტულო დაცვაში დამარცხდა და UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაკარგა
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
