“ბენდუქიძის წინააღმდეგ წასვლას არ ვნანობ" - გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განმარტებით, კახა ბენდუქიძის უნივერსიტეტთან დაკავშირებით მისი განათლების მინისტრობის დროს გამოტანილ გადაწყვეტილებას არ ნანობს.
მარგველაშვილის თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს.
“ბენდუქიძის წინააღმდეგ წასვლას არ ვნანობ და ყოველთვის ამ პოზიციაზე ვიყავი, რომ კანონი ყველასთვის ერთია, მოგწონთ თქვენ ის ადამიანი თუ არა. სხვათა შორის, ეს იყო საკითხი რომელზეც “ოცნებასთან” დაპირისპირება მქონდა. მიმაჩნდა, რომ კანონი ყველასთვის საერთოა. ბენდუქიძე გარდაცვლილი ადამიანია, ასე რომ მე მიჭირს ამაზე საუბარი. მაგრამ რაც შეეხება იმ შემთხვევას, აბსოლუტურად არ ვნანობ ამას" - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილის მინისტრობის პერიოდში, კახა ბენდუქიძის "თავისუფალ უნივერსიტეტს" ავტორიზაცია შეუჩერდა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
