"არჩევნები წაგებული აქვთ და ეს ივანიშვილმა ყველაზე კარგად იცის" - სააკაშვილი
ქართველი ხალხი ემზადება ქვეყნის დასაბრუნებლად.
ეს იცის მმართველმა გუნდმა და რა დარჩენია გარდა ძალადობისა და ტყუილისა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" არჩევნები წაგებული აქვს და ეს ივანიშვილმა ყველაზე კარგად იცის.
"მათ არჩევნები წაგებული აქვთ და ეს ივანიშვილმა ყველაზე კარგად იცის. ქართველი ხალხი ემზადება ქვეყნის დასაბრუნებლად. ეს იცის მმართველმა გუნდმა და რა დარჩენია გარდა ძალადობისა და ტყუილისა. ტყუილსა და ძალადობას ქართველი ხალხი პასუხს გასცემს ერთად არჩევნებზე მისვლით, სხვა გზა მე არ ვიცი. ნიკა მელიას რაც გაუკეთეს გლდანში... ღმერთმა დაიფარა ის ბავშვები, თავში რომ მოხვედროდა ვინმეს ის ქვა, მოკლავდა. იმავე დღეს ხდება იგივე ბოლნისში და რამდენიმე დღეში მარნეულში, ეს შემთხვევითობა არაა, ამის ბრძანებაა გაცემული. არ უნდა ავყვეთ პროვოკაციებს. ზუსტად ასე გვიკეთებდა 2003-ში ასლან აბაშიძე. ამან აბაშიძეს და შევარდნაძეს არ უშველა და არც ივანიშვილს უშველის," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
