"მხოლოდ მე შემიძლია უკანონო "ბორდერიზაცია" შევაჩერო" - ნინო ბურჯანაძე
პარტია "ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე სოფელ ნიქოზში მიმდინარე უკანონო "ბორდერიზაციას გამოეხმაურა.
პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ ამ თემის მიმართ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რეაგირება ნულის ტოლია.
"სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ მხოლოდ მე და ჩემი თანაგუნდელები ვართ ის ძალა, რომლებიც ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად სწორედ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შეჩერებას ვაყენებთ. მხოლოდ მე შემიძლია, ეს პრობლემა შევაჩერო. ასევე, შემიძლია, გადავდგა კონკრეტული ნაბიჯები, რომ პირველ ეტაპზე, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო ბორდერიზაცია შეჩერდეს და შემდგომ ეტაპებზე ყველაფერი გაკეთდეს, რომ ქვეყნის ტერირტორიიდან მავთულხლართები აღებული იყოს. ჩვენი ხელისუფლების მოქმედება კი ნულია“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
