"კრიმინალი საქართველოში არ გაზრდილა"- ირაკლი კობახიძე
კრიმინალი საქართველოში არ გაზრდილა, კრიმინალი გაიზარდა ტელევიზიებში, - ასე პასუხობს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ჟურნალისტების კითხვას IRI- ის კვლევის შესახებ, სადაც მოქალაქეები გამოწვევად ეკონომიკურ პრობლემებსა და კრიმინალის ზრდას ასახელებენ.
კობახიძის განცხადებით, კრიმინალი საქართველოში არ გაზრდილა, რაც შეეხება ეკონომიკური პრობლემების არსებობას, მისი თქმით, არსებული პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებული იქნება მათი საარჩევნო პროგრამა.
"საქართველოში 700 000- ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, ჩვენ "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაგვიტოვა მემკვიდრეობად მილიონ 150 000, ჩვენ ეს მაჩვენებელი 400 000- ზე მეტით შევამცირეთ, ეს არის მიღწევა. თუმცა, გამოწვევა რომ რჩება, ამას ყველა კვლევა ასახავს.
რაც შეეხება კრიმინალის ზრდას, კრიმინალი იზრდება ტელევიზიებში და ამის საუკეთესო მაგალითია სპეკულაციები, რომელიც ჩვენ გვესმის ორ საქმესთან დაკავშირებით. ორივე საქმესთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია და ბოლომდე მივა ეს საქმე, თუმცა ჩვენ სპეკულაციები გვესმის ყოველ დღე,“ - განაცხადა კობახიძემ.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე
