"დაავალე მიშას“ ნეიტრალურ ამომრჩეველზე უარყოფითად იმუშავებს, - ძაბირაძემ "ნაცმოძრაობას“ საარჩევნო სტრატეგია დაუწუნა
"დაავალე მიშას“ კარგად იმუშავებს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებზე, თუმცა საწინააღმდეგოდ იმუშავებს ნეიტრალურ ამომრჩეველზე, - ასე აფასებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი კამპანიას.
კითხვაზე, ხედავს თუ არა რაიმე კავშირს „დაავალე მიშა“-სა და 2017 წელს თბილისის მერის არჩევნებზე „ლეიბორისტული პარტიის“ კანდიდატის გიორგი გუგავას საარჩევნო სლოგანს „გუგავა მოვა“-ს შორის, პასუხობს, რომ ასეთი ინიციატივები უამრავია და არჩევნების მერე აღარავის ახსოვს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, „დაავალე მიშას“ ნეიტრალურ ამომრჩეველზე უარყოფითად იმუშავებს, - ძაბირაძემ „ნაცმოძრაობას“ საარჩევნო სტრატეგია დაუწუნა
"კამპანიის "დაავალე მიშას“ არსი ისაა, რომ „ნაცმოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები თავის რეგიონებში მოქალაქეებს პირადად შეხვდებიან და უშუალოდ მათგან მიიღებენ დავალებებს, თუ როგორ უნდა გადაიჭრას პრობლემები. რამდენად იმუშავებს ეს პიარული სვლა, ეს ცალკე საკითხია. თუმცა, მათ უნდათ, რომ წინ წამოწიონ მიშა, რადგან მათი ამომრჩეველი არის ძირითადად მიშას ამომრჩეველი და ამით ცდილობენ ქულები მოიპოვონ. ასეთი ინიციატივები არის უამრავი და არჩევნების მერე კაციშვილს არ ახსოვს. მსგავსი პიარი იმუშავებს მიშას ამომრჩეველზე, ხოლო საწინააღმდეგოდ იმუშავებს ნეიტრალურ ამომრჩეველზე. ეს რამდენად გათვალეს „ნაციონალებმა“, ვერ გეტყვით“, - ამბობს ვახტანგ ძაბირიძე "რეზონანსთან“ საუბრისას”, - აღნიშნავს გამოცემა.
„მან „ნაციონალური მოძრაობის“ დაგეგმილ რეგიონალურ შეხვედრებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამ შეხვედრებს, ვერავინ გააკონტროლებს. შეხვედრები იქნება რა თქმა უნდა, მაგრამ ვინ მოთვლის და ვინ გამოიცნობს, თუ ვინ ვის რა უთხრა?! საბოლოო ჯამში მე არ ვიცი რას აპირებენ, მაგრამ შესაძლოა არჩევნების ბოლოს გამოკვეთონ არა ხალხისგან მიღებული დავალებები, არამედ თვითონ რაც მიაჩნიათ სწორად ის და თქვან, რომ „ეს დაგვავალა ხალხმა“. მაქსიმუმ გამოაქვეყნონ არჩევნდებამდე ერთი კვირით ადრე და თქვან - „აი, მიშამ ხალხისგან ასეთი დავალებები მიიღოო“, - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
