"მისი ცნობილი ცრემლი დამაკლდა" - დავით ჭიჭინაძე
სააკაშვილი ვერც არჩევნების მერე ჩამოვა საქართველოში.
ივანიშვილი კი, კვლავაც, როგორც არაერთხელ, შეეცდება სწორედ სააკაშვილი გამოიყენოს მაშველ რგოლად, რადგან სწორედ ისაა ივანიშვილის საყრდენი, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
როგორც ჭიჭინაძე აღნიშნავს, „სააკაშვილი, როგორც ყოველთვის, თვალსა და ხელს შუა იტყუება“.
„სააკაშვილს, რომელიც დღეს ბოდიშს იხდის და ავიწყდება, როგორც ჩანს, როგორ ხდებოდა სწორედ მის დროს, იძულებითი საპროცესო გარიგებებით ხალხის გატყავება, ბინების წართმევა, ციხეებში ქონების გადაფორმება. ვალებით გაივსო ქვეყანა მის დროს, როგორც საშინაო, ფიზიკური პირების, ისე საგარეო ვალებით. თუ თავს ისევ დავიბრმავებთ და „ნაციონალებზე“ და „ოცნებაზე“ ვისაუბრებთ მხოლოდ, რა თქმა უნდა, ამ ქვეყანას პერსპექტივა მართლა არ ექნება. ვუსმინე სააკაშვილს და მისი ცნობილი ცრემლი დამაკლდა, გულაჩუყებული რომ ესაუბრება ხოლმე ხალხს. არადა, მართლა რომ თვალსა და ხელს შუა იტყუება ყოველთვის. ახლაც, წამლებზე საუბრობს და ოქრიაშვილი დაიბრუნა პარტიაში, სამართლიანობაზე საუბრობს და მერაბიშვილი უდგას გვერდით. ჩვენ კი, ისეთი ხელისუფლებაც არ გვყავს, რომელიც ადეკვატურ პასუხს გასცემს. პირიქით, მისი ნამოღვაწარის ხარჯზე ცდილობენ ძალაუფლების გახანგრძლივებას, რადგან, „ქართულმა ოცნებამ“, თუ რამე შესაჭმელი იყო გადარჩენილი, ბოლომდე შეჭამა და გამოხრა. ასე რომ, მე არ მგონია არცერთი პოლიტიკური ძალა, „ნაციონალების“ გარდა , რომელიც სააკაშვილს აპატიებს იმ დანაშაულებებს, რაც ამ ქვეყნის წინაშე აქვს ჩადენილი. ამიტომ, სააკაშვილი ვერც არჩევნების მერე ჩამოვა საქართველოში. ივანიშვილი კი, კვლავაც, როგორც არაერთხელ, შეეცდება სწორედ სააკაშვილი გამოიყენოს მაშველ რგოლად, რადგან სწორედ სააკაშვილია ივანიშვილის საყრდენი. ჩვენ კი ნამდვილად არ ვართ იმის ღირსი, რომ ამჯერადაც წარსულს და უიმედობას შორის გავაკეთოთ არჩევანი. დღეს თუ ვინმეა დასამარცხებელი, ეს ჩვენი უღირსი წარსულია, ის მევახშური წარსული, რომელიც დღესაც არსებობს და ბოგინობს”, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
