"ძალადობრივი რეჟიმის შემოქმედი ვერ გამოსწორდება" -სოფო კილაძე
უმძიმეს დანაშაულებს რომ შეცდომის დონეზე ჩამოაქვეითებ, ამას ხალხში დადებითი კი არა, უფრო უარყოფითი რეაქციები მოჰყვება და ძალიან სამართლიანად,
- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რითაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ქართველი ხალხისთვის ბოდიშის მოხდას გამოეხმაურა.
„დაახლოებით თვენახევრის წინ, სალომე სამადაშვილს ვეუბნებოდი, ბოდიში მაინც მოიხადეთ მეთქი იმ უბედურებების გამო, რაც ქვეყანას და ხალხს დამართეთ და ეტყობა ჭკუაში დაუჯდათ. ვნახეთ სააკაშვილის კლიპი, სადაც ის აანონსებდა ბოდიშს მძიმე შეცდომებისთვის და ჩამოსვლას. უბრალოდ ერთი რამ ვერ გათვალეს - უმძიმეს დანაშაულებს რომ შეცდომის დონეზე ჩამოაქვეითებ, ამას ხალხში დადებითი კი არა, უფრო უარყოფითი რეაქციები მოჰყვება და ძალიან სამართლიანად. ამ კლიპის შემხედვარე ვიფიქრე, რომ როგორც „ყორანი არ გათეთრდება“ და „კუდი ძაღლისა არ განიმართება“, ისე ძალადობრივი და დანაშაულებრივი რეჟიმის შემოქმედები, მაღალი თუ დაბალი რგოლი, ვერ გამოსწორდება და ვერ ჩადგება ქვეყნის სამსახურში. ძალიან სამწუხაროა, რომ გვყავს ოპოზიციის ასეთი ნაწილი, რომელიც ღირსეულ ოპონირებას ვერასდროს გაუწევს ხელისუფლებას, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა სწორედ ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი რეფორმებით და აგრძელებს ამ რეფორმას“,-განაცხადა კილაძემ.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
