"აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კვლავ ოკუპირებულია" - რას წერს სენატორი ჯიმ რიში სოციალურ ქსელში?
აშშ აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიისკენ სვლის მხარდაჭერას,- ამის შესახებ ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სენატორი საკუთარ "ტვიტში“ აღნიშნავს, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კვლავ ოკუპირებულია.
"თორმეტი წლის წინ რუსეთი საქართველოს სუვერენულ ტერიტორიზე შეიჭრა, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კვლავ ოკუპირებულია. აშშ აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიისკენ სვლის მხარდაჭერას და არასდროს ცნობს რუსეთის მიერ საქართველოს უკანონო ოკუპაციას“, - წერს რიში "ტვიტერზე“.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
