"მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს" - სახელმწიფო მინისტრი
„მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ დაიცვას მშვიდობა და შევამსუბუქოთ ომით გაყოფილი საზოგადოების მძიმე ხვედრი“ - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც მეორე დღეა აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 13 იდენტიფიცირებული პირის სამოქალაქო პანაშვიდი იმართება.
“აფხაზეთის ომში დაღუპულთა ოჯახების სურვილის გათვალისწინებით სამების საკათედრო ტაძარში დასვენებულთა დაკრძალვა შედგება სხვადასხვა ლოკაციაზე. მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე, ამავე პრინციპით ორი მათგანის დაკრძალვა დღეს საპატიო სამხედრო პატივით მოხდება დიღმის ძმათა სასაფლაოზე. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. არ უნდა განმეორდეს ამგვარი ტრაგედია საქართველოში და საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაიცვას მშვიდობა. შევამსუბუქოთ საქართველოში ომით გაყოფილი საზოგადოებების მძიმე ხვედრი და ის მძიმე შედეგები რაც გამოიწვია საქართველოში მომხდარმა ტრაგიკულმა კონფლიქტებმა",- აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
