"ბიძინა ივანიშვილის 8 წლიანი მმართველობა იშვიათი გამონაკლისია" - ღარიბაშვილი
2008 წელს, წინა ხელისუფლებამ ვერ აგვაცილა დიდი განსაცდელი და უბედურება, შედეგად მივიღეთ 100-ზე მეტი დაკარგული სოფელი და ათობით ათასი დევნილი მოსახლეობა, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დესტრუქციული ოპოზიციის, პოლიტიკის ველიდან გაყვანა საერთო ეროვნული ამოცანა უნდა გახდეს.
"აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა, შედეგად მივიღეთ 300 000 მდე დევნილი და ათასობით თანამოქალაქის სიკვდილი. ომი მოასწავებს უბედურებას, სიკვდილს ნგრევას და დესტაბილიზაციას. მშვიდობაზე მინდა რამდენიმე სიტყვა გითხრათ. 2008 წელს, წინა ხელისუფლებამ ვერ აგვაცილა დიდი განსაცდელი და უბედურება, შედეგად მივიღეთ 100-ზე მეტი დაკარგული სოფელი და ათობით ათასი დევნილი მოსახლეობა, რომლებიც ვერ ბრუნდებიან სახლებში. ეს არის მწარე გაკვეთილი და გამოცდილება. ჩვენი ოპონენტები გვსაყვედურობენ, რატომ ვიხსენებთ წარსულს, ჩვენ ყოველთვის შევახსენებთ მათ ამ მძიმე წარსულს და დანაშაულს, მანამ სანამ ისინი არ მოიხდიან ბოდიშს თითოეული ქართველის წინაშე. ჩვენი საერთო ეროვნული ამოცანა უნდა გახდეს, დესტრუქციული ოპოზიციის პოლიტიკური ველიდან გაყვანა, სხვა შემთხვევაში არ იქნება მშვიდობა, არ იქნება თავისუფლება და სტაბილურობა. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების 8 წლიანი მმართველობის პერიოდი არის ის უიშვიათესი გამონაკლისი, რომ ჩვენს ქვეყანაში არ ყოფილა უბრალოდ ომი. ყველა ხელისუფლების დროს ჩვენ გამოვცადეთ ომი და ტერიტორიების დაკარგვა. ერთადერთი გამონაკლისი არის ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდი," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
