"ვინც 2008 წელს ხელისუფლებაში იყო ჰკითხეთ, როცა ჩვენი გმირების ცხედრები მინდორში ესვენა, თბილისში დისკოტეკები იყო გამართული, რას ზეიმობდნენ?" - ვახტანგ გომელაური
"ჩვენ ვინც გვეძახის და გვეუბნება, ხელისუფლება რატომ არაფერს აკეთებსო, 2008 წელს ეგენი იყვნენ ხელისუფლებაში და კითხვას თუ დაუსვამთ რატომ მოხდა ომი, ძალიან კარგი იქნება", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომდგენლების განცხადებებს იმის შესახებ, რომ "ბორდერიზაციის" შესაჩერებლად ხელისუფლება არაფერს აკეთებს.
გომელაურის განცხადებით, ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ყველაფერს აკეთებს.
ზუსტად ვიცი, ჩვენ ვინც გვეძახის და გვეუბნება, ხელისუფლება რატომ არაფერს აკეთებსო, ეგენი იყვნენ ხელისუფლებაში 2008 წელს და კითხვას თუ დაუსვამთ, რატომ მოხდა ომი, ძალიან კარგი იქნება და ასევე ჰკითხეთ, 2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც ჩვენი გმირების გვამები ჯერ კიდევ მინდორში და ტყეებში ესვენა, თბილისში დისკოტეკები და კონცერტები იყო გამართული და რატომ ხდებოდა, რას ზეიმობდნენ? კარგი იქნება, ეს კითხვები რომ დაუსვათ მათ", - განაცხადა გომელაურმა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
